……………………………………………………………..

აქ მუდამ ღამეა.შავი მზე აბნელებს  შავ მიწას და შავ სამოსში გამოწყობილი ადამიანები შავ გონებას შავ ძილში კარგავენ.

დღეები ერთმანეთს მონოტონურად ენაცვლებიან,ერთფეროვნება იღვრება თითოეული სახლის კარიდან და ერთადერთი ,რაც იცვლება, მაღაზიის ვიტრინებში მდგარ მანეკენზე ჩაცმული კაბის სიგრძეა.

ადამიანები თავად ირჩევენ უსამართლობას და შემდეგ ცხვრებივით ემორჩილებიან მას. ესეც ამათი თავისუფლება-ცუდსა და უარესს შორის არჩევნის გაკეთება.

გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!

დოგმების ბორკილებისკან უკვე სისხლი სდით და ეს სისხლი წმინდა ჰგონიათ.ვერ ხედავენ ციხეში რომ ჰყავთ გამომწყვდეული ტვინის ის უჯრედები,ფიქრს რომ უწყობენ ხელს.

დედამიწას უკვე კერძო საკუთრება ჰქვია და არა პლანეტა.ადამიანებს კი…ყველაფერი,გარდა ადამიანისა.

385095_298524750200053_1074057933_n

უსახო  სახეები ტელევიზორს მისჩერებიან,სადაც ალისა შავად ღებავს თეთრ ვარდებს საოცრებათა ქვეყანაში,რომელიც სულაც არაა საოცარი.

საოცარი მხოლოდ ეს გოგონაა,შავ თოვლში თეთრი ნაკვალევი რომ დატოვა,მაგრამ არავინ მიჰყვება უკან,არავინ…ის კი მიდის,არც იცის სად,იმ იმედით, რომ ერთხელაც წინ გაიხედავს და თეთრ მწვერვალს დაინახავს(ან უკან -მის კვალზე მომავალ ადამიანს).

ასეთი ადამიანებისთვის ტანჯვაა დედამიწაზე ცხოვრება,ყველა მკაცრი სასჯელი სასჯელთა შორის.ტანჯვაა,როდესაც ტალახში მიგდებულ ბავშვს ხედავ,რომელიც ხურდას ითხოვს რომ წებო იყიდოს და გაბრუვდეს.მას ხომ ახლავე აქვს მომავალი წართმეული,ის ხომ ახლავეა მკვლელი,ქურდი,ან …უარესი.ტანჯვაა,როდესაც იცი,რომ დედამიწის რომელიღაც მხარეში ცხოვრობენ ბავშვები,რომელთაც სახეზე ბუზები ეხვევიათ და მიწაში ჩამარხულ შიმშილით მკვდარ პატარა ძმას ან დას მისჩერებიან .ტანჯვაა,როდესაც  ხედავ ადამიანებს,ტექნოლოგიით დაჩლუნგებულებს ,ან მათ ,ფული რომ აქციეს კერპად და ეთაყვანებიან.

ტანჯვაა დედამიწა.

სასაცილო კი ის არის,რომ აქ ადამიანები ბედნიერები არიან.ბედნიერები სიჩლუნგისგან,უტვინობისგან,გულუბრყვილობისგან.

გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!

ქედს ვიხრი შენს წინაშე პირველყოფილო საზოგადოებავ,როდესაც არც ტომის ბელადი არსებობდა და არც ქურუმი.ქედს ვიხრი ყველა იმ  ხის წინაშე,რომელიც თითოეული კორპუსის ადგილას იდგა.ქედს ვიხრი იმ წერილებისადმი,ადრე რომ სწერდნენ ერთმანეთს შეყვარებულები და წლები ელოდებოდნენ პასუხს ,ქედს ვიხრი წარსულის წინაშე.

მძულს ის ადამიანი პირველად მიწის ნაგლეჯს საკუთრება რომ უწოდა!მძულს ადამიანის ბუნება,რომელის მოთხოვნილებაა მართოს სხვამ,რომელიც ითხოვს გაუთავებელ ბრძოლებს პირველობისთვის.მძულს ისეთი “განვითარება”,სინამდვილეში დიდი ნახტომი რომაა უკან.მძულს ჩემი ადამიანობა…

დეკარტი ამბობდა, იქნებ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სიზმარია,ის კი, რასაც ჩვენ სიზმარს ვუწოდებთ, რეალობაო.მაშინ ეს ყველაზე საშინელი კოშმარი იქნებოდა ,კოშმარებს შორის.მაშინ მე მზად ვარ ვიძინო მარადიულად,ანუ მეღვიძოს სიზმარში-რეალობაში.

დღეს დეკარტები,პლატონები და არისტოტელეები აღარ იბადებიან.დღეს ცუკერბერგების ეპოქაა.

გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!აა,თუმცა გაგიჭირდებათ,თქვენ ხომ სიამაყე,სიხარბე და სიზარმაცე გაწევთ მხრებზე

ღიმილი

download (1)ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი,
ხან მზე დგას ხან კი ქარები ქრიან
ყველა ვიღაცის იმედით დადის,
ყველას ვიღაცის იმედი ქვია.
ჩუმად მოსული ტკივილის გარდა,
გული ხომ ათასს სიხარულს ელის….
და ჩვენც ვიცინით ,ვიცინით, რადგან
ვიღაცას ჩვენი სიცილი შველის

.images

ასეც ხდება

1488230_292233087606872_1206845223245423985_n

ცხოვრება იმაზე რთულია ვიდრე მე მეჩვენებოდა ,კი არ მეჩვენებოდა ეს მე ვიყავი პატარა და ყველაფერს ლამაზ ფერებში ვხედავდი, ზრდასთან ერთად იზრდება საფიქრალი და ჩნდება პრობლმები. ყველაფერი დიდი კოჭის ძაფს დაემსგავსა რომელიც დაირღვა და ქარმა აბურდა, იმაზე რთულია არმოჩნდა ყველაფერი , ვიდრე მე მეგონა იპოვო სათავე და გახვიდე ბოლოში წარმატებით.მაგრამ გაჭირვება აძლიერებსო ადამიანს , მინდა ყველა კარგად ხვდებოდეს თუ რა უნდა ცხოვრებაში . ძნელია ვიბრძვით ერთისთვის ვაკეთებთ მეორე და საბოოლოდ სულ სხვა რამე გამოგვდის :(((( აღარ მინდა ასე ადრეარ ვიყავი ასეთი

მოტივაცია

  • ადამიანები აზროვნებენ ისე, როგორც ცხოვრობენ.
  • ცოტა ბევრია და ბევრი ცოტაა.
  • მუსიკას უდიდესი ძალა აქვს და რომ არა ის, ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.
  • ადამიანი, რომელიც იზრდება კლასიკური მუსიკის გარემოცვაში, ვერასდროს გახდება ფარისეველი, ყალბი, ბოროტი. შეუძლებელია მას არ უყვარდეს ადამიანები.
  • მთავარია მონდომება. როცა რაიმეს იწყებ, გზა აუცილებლად გამოჩნდება.
  • შეუძლებელია გაიცნო ადამიანი და მისგან რაიმე კარგი და სასარგებლო არ ისწავლო. მე ყოველდღე ვაკვირდები ადამიანებს და ვცდილობ მათგან ვისწავლო.
  • ადამიანებმა რაღაც წერტილისოდენა ვიცით და ამ წერტილებით ვავსებთ ერთმანეთს.
  • კაცობრიობის აზროვნება ბრუნავს, დედამიწაც ბრუნავს.
  • ჩვენს მიერ გაკეთებული კარგი თუ ცუდი საქმეები ჩვენვე უკან გვიბრუნებდა. ბუნებაში ყველაფერი ბრუნავს, პირველი რიგში, ჩვენი პლანეტა.
  • ადამიანები ნაცნობებთანან უცნობებთან ხშირად აღნიშნავენ, რომ ვინმე წარმატებული ან ცნობილი ადამიანი მათი ახლობელია, ისე
    რომ არც გიკითხავს. მთავარია შენ ვინ ხარ და რისი გაკეთება შეგიძლია და თუ ვინეს წარმოადგენ ცხოვრებაში, არც ამის აფიშირებაა საჭირო. „საქმემან შენმან გამოგაჩინოს!“ – ასე უნდა იცხოვრო.
  • ადრე მაწუხებდა სხვები რას ფიქრობდნენ ჩემზე, ახლა მაწუხებს მე რას ვფიქრობ სხვებზე.
  • დიდი ადამიანები ჩვენი დიდი მოტივაციაა.
  • ცხოვრებაში მთავარია არ არის ნიჭიერი, წარმატებული ან ლამაზი იყო, მთავარია ადამიანი იყო.
  • დიდი საქმეები უბრალოდ და ადვილად ხდება.
  • როცა ტკივილს იგრძნობ, დაფიქრდი იმაზე, ამან კარგი რა მოგცა.
  • იყავი თავმდაბალი, მაგრამ ღირსეული. იყავი უბრალო, ეს დიდი სიამოვნებაა.
  • ადამიანი ცხოვრებაში სასწაულს ელოდება, ამ დროს თვით ადამიანია სასწაული.
  • მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია იყო პოპულარული, რომ მიაღწიო წარმატებას. მსოფლიოში ბევრია ადამიანი, რომელიც არ არის პოპულარული და არის წარმატებული და ბევრია, რომელიც არის პოპულარული და წარუმატებელი.
  • ამ საუკუნეშიც კი, როცა ჩვენ გვაქვს თვითმფრინავი, მობილური, ინტერნეტი, ადამიანების უმეტესობა მშიერია.
  • ჩვენ არავინ გვმართავს, ჩვენ ერთმანეთს ვმართავთ.
  • რაც ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდია და პირიქით.
  • ზომიერება ოქროა, ოქროს მოპოვება ძნელი.
  • რომ არა ადამიანის გაუმაძღარი ბუნება, დედამიწა სამოთხე იქნებოდა.
  • დიდი ადამიანები თავმდაბლები არიან, პატარა ადამიანები თავმაღლები.
  • ბედისწერის შეცვლა შესაძლებელია შენი აზროვნებით, მოქმედებით,დამსახურებით და ღმერთის დახმარებით.